2026 წლის 5-7 ნოემბერს ,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში გაიმართება ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - ილია ჭავჭავაძე - 189.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებს შორის ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელობის - მისი ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური, ასევე, სამწერლობო-მთარგმნელობითი საქმიანობის - კიდევ ერთხელ წარმოჩენა და
ახალგაზრდებს შორის ილიას იდეების პოპულარიცაზია.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: სამართალი და პოლიტიკის მეცნიერებები; განათლება და მეცნიერება;
ილიას ლიტერატურული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა; ეკონომიკა და საბანკო საქმე; მედია და საზოგადოებრივი აზრი;
ქართველოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა.
სამუშაო ენა - ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნას ინდივიდუალურად ან/და თანაავტორობით. სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 სექტემბრამდე განცხადება და თეზისები უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 2026 წლის 5 ოქტომბერამდე.
კონფერეციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო პირი ეკატერინე ნავროზაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების
სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი. ელ.ფოსტა: ekaterine.navrozashvili@tsu.ge